დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ზესხოსა და ცხენისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017454 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1344
2014 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ზესხოსა და ცხენისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ზესხოსა და ცხენისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „არ-ბი-აი გრუპი“.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები