საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ

  • Word
საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017447
  • Word
1337
01/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017447
საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

       საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1337

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ

 „ საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის 408 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, გაიცეს თანხმობა:

ა) ქ. გურჯაანში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით – კახეთის რეგიონი ) გახსნის თაობაზე;

ბ) ქ. თბილისში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით – ქ. თბილისი ) გახსნის თაობაზე.

 

პრემიერ-მინისტრი             ირაკლი ღარიბაშვილი