საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ

  • Word
საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017445
  • Word
1336
01/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017445
საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

         საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1336

2014 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ

,, საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №408 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, გაიცეს თანხმობა:

ა) ქ. ბათუმში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით, ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით – დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ) გახსნის თაობაზე;

ბ) ქ. თელავში , საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით , ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით - ქ. თელავი) გახსნის თაობაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი