1997 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ

  • Word
1997 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.000.
  • Word
767
28/12/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997
010.330.000.05.002.000.
1997 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №767

1997 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

1997 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თანდართული გადაწყვეტილება 1997 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა 1997 წლის 26 დეკემბერს თავის შემაჯამებელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით 1997 წლის საქართველოს სახელმწიფო პრემიები მიანიჭა ლაურეატობის შემდეგ კანდიდატებს:

ლიტერატურის დარგში

1. პოეტ შოთა ზოიძეს – კრებულისათვის „უსანქციო სონეტები“ (გამომცემლობა „მერანი“, 1997 წ.) და ამავე ციკლის სონეტებისათვის (გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1997 წ. 26 სექტემბერი).

2. მწერალ თამაზ ჭილაძეს – პიესების ახალი კრებულისათვის „სიზმრების ახსნა“ (გამომცემლობა „ქართული თეატრი“, 1996 წ.).

მუსიკის დარგში

3. პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას – 1995-1997 წლებში საკონცერტო მოღვაწეობისათვის.

თეატრის დარგში

4. მსახიობ გიორგი გეგეჭკორს – ბოლო წლებში შექმნილი სცენური სახეებისათვის მთელი მისი შემოქმედების გათვალისწინებით.

კინემატოგრაფიის დარგში

5. კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას – სატელევიზიო მხატვრული ფილმისათვის „ოცნებების სასაფლაო“ (1996 წ.).

სახვითი ხელოვნების დარგში

6. მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიას – ჟიული შარტავას მემორიალისათვის ქალაქ რუსთავში.

საბავშვო ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში

7. მწერალ ვახტანგ ჭელიძეს – ხუთტომეულისათვის „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“.

პუბლიცისტიკის დარგში

8. პოეტ ანა კალანდაძეს თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის (გამომცემლობა „საქართველო“, 1997 წ.).