ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200220070.35.158.016171
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
08/08/2014
ვებგვერდი, 14/08/2014
200220070.35.158.016171
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/08/2014 - 02/03/2015)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.დ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ2” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 2000 კვ.მ-ით.

2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ფართობების გადასახადისაგან გათავისუფლების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 30 კვ.მ-ით.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან გათავისუფლებული ფართობების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 აგვისტოს №31 დადგენილება (ვებგვერდი, 30/08/2012 სარეგისტრაციო კოდი 200220070.35.158.016095).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი