დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 611 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.034.016345 |
611
12/08/2014
ვებგვერდი, 14/08/2014
010320000.22.034.016345
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგოს თანდართული ნიმუში. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო
სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლოგო წარმოადგენს ჰერალდიკურ, მრგვალ ფარს, რომლის ლაჟვარდის (ლურჯი ფერი) ველზე ცენტრში გამოსახულია სხივიანი ვერცხლის ჯვარი თორმეტი დაბოლოებით (წვერით), რომლის მედალიონზე, სევადის (შავი ფერი) ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ფარი - ვერცხლის ველზე მეწამული (წითელი ფერი) ჰერალდიკური ჯვრით და ვერცხლის ლომის თავით. მთავარი ფარის გარშემო გაკეთებულია ვერცხლის წარწერა: ,,ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი“, ,,შსს“. წარწერები ერთმანეთისგან გამოყოფილია ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავებით. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები