„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.018096
476
07/08/2014
ვებგვერდი, 07/08/2014
010240060.10.003.018096
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2014 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:   

ა) 2და  22  პუნქტები:

„21. საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი, 32-გვერდიანი პასპორტის  განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის - მომსახურების საფასური 20 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20  ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50  ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი  და დაჩქარებული  მომსახურების საფასური 90 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 105 ლარი.

22. საქართველოს მოქალაქის 1 წლის ვადით მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20  ლარი;

გ) მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50  ლარი;

დ) მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი  და დაჩქარებული  მომსახურების საფასური 90 ლარი;

ე) იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 105 ლარი.“;

ბ) 31 პუნქტი:                                                                         

„31. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომად­გენ­ლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 155 ლარი;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 155 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.“.

3. მე‑2 მუხლის:

ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით ან სპეციალური წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების სა­ფასური 50 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლა­რი;

გ) მე-40 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 150 ლა­რი;

დ) 20 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსა­ხურების საფასური 50 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფა­სური 250 ლარი.“;

ბ) მე-18-მე‑20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) 30‑ე კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი.

19. საქართველოს სახელმწიფოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის - საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) მე-5 კალენდარულ დღეს გაცემისათვის - დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;

გ) მე-3 კალენდარულ დღეს გაცემისათვის - დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;

დ) იმავე დღეს გაცემისათვის - დაჩქარებული მომსახურების საფასური 75 ლარი.

 20. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების სა­ფა­სური 250 ლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების სა­ფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 100 ლა­რი;

გ) 30 კალენდარული დღის ვადაში მომზადებისათვის – მომსახუ­რე­ბის საფასური 250 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 250 ლა­რი.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით ან სპეციალური წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) მე-80 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადე­ბი­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-60 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და განაცხადის შეტანიდან:

ა) 30-ე კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი;

ბ) მე-20 კალენდარულ დღეს შესაბამისი დასკვნის მომზადები­სათვის – მომსახურების საფასური 70 აშშ დოლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 35 აშშ დოლარი.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მე-80 კალენდარულ დღეს მომზადებისათვის – მომსახურების საფასური 170 აშშ დოლარი.“.

5. მე‑5 მუხლის:

ა) „ა“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის –  მომსახურების საფასური 30 აშშ დოლარი;“;

ბ) „ბ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.    

6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი:

 „ბ1) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის - მომსახურების საფასური 130 აშშ დოლარი;“;

ბ) „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ2) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის 32-გვერდიანი  პასპორტის 1 წლის ვადით გაცემისათვის – მომსახურების საფასური 20 აშშ დოლარი;

3) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული  პასპორტის 1 წლის ვადით გაცემისათვის – მომსახურების საფასური 50 აშშ დოლარი;“.

7.     მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის – მომსახურების საფასური 130 აშშ დოლარი;“.

8.     მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადახდილი სა­ფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ გა­ნაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღება­ზე;

ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;

გ) დაინტერესებულმა პირმა ვერ მიიღო მომსახურება მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც დაინტერესებული პირის მოთ­ხოვნა არ დაკმაყოფილდა სააგენტოსგან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზით და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც შესაბამის ვადაში მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა სააგენტოსგან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზის (მათ შორის, მეტეოროლოგიური პირობების, ფორსმაჟორული გარემოებებისა და სხვ.) გამო.

5. თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი – მე-13, 34-ე პუნქტებით ან მე-5 მუხლის „ა“-„ბ3“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, მის სახელზე შედგენილ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში არსებული ხარვეზის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის გამო, სააგენტო ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ მომსახურების გაწევისას სააგენტოს ან საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემული იქნა არა­სწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომ­სახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. თუ დაინტერესებულ პირს არ სურს მომსახურების ხელახლა მიღება, გადახდილი საფასური მას დაუბრუნდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

9.     მე-8 მუხლის:

ა)  61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისა და შე­­საბამისი დასკვნის მომზადების და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისთვის  ამ დადგენილებით გათვალის­წი­ნე­ბული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ განცხადების განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა იმ პირთან დაკავ­შირებით, რომე­ლიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნ­ველობის ქვეშ.“;

ბ) მე-8, მე‑9 და მე‑10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-20 პუნქტით და მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

 9. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და მე‑5 მუხლის „ბ“-„ბ3“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;

დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტი­ტუციის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქა­ლა­ქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;

ვ) 18 წლამდე ასაკის პირები – 50 პროცენტით.

10. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 და 38-ე პუნქტებით, აგრეთვე, მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურების გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს;

ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირი;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტი­ტუციის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მო­ქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.“;

გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები.“

მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა,  მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და  მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და  მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი