დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2587-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.04.001.016112 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია: ა) გათანაბრებითი ტრანსფერი; ბ) კაპიტალური ტრანსფერი; გ) მიზნობრივი ტრანსფერი; დ) სპეციალური ტრანსფერი.“. 2. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 96. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი 1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტისთვის მიზნობრივი კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად და იგი დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კაპიტალური ტრანსფერი შეიძლება გამოიყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მუნიციპალიტეტისთვის, რომლის ადმინისტრაციული ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, − ასევე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი კაპიტალური ტრანსფერის საერთო მოცულობა დგინდება საქართველოს/შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. 4. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის საფუძველია მუნიციპალიტეტის ინიციატივა. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით მუნიციპალიტეტი მიმართავს საქართველოს მთავრობას/შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ან საქართველოს სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს. მიმართვაში უნდა დასაბუთდეს კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის აუცილებლობა და უნდა აღინიშნოს კაპიტალური ტრანსფერის მოცულობა. 5. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“. 3. 98-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის სპეციალური ტრანსფერი შეიძლება გამოიყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მუნიციპალიტეტისთვის, რომლის ადმინისტრაციული ტერიტორია მოქცეულია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, − ასევე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ სხვა ღონისძიებათა განსახორციელებლად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 ივლისი 2014 წ. N2587-რს |
დოკუმენტის კომენტარები