„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 31/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.002.390
  • Word
3528
25/07/2006
სსმ, 32, 31/07/2006
370.020.000.05.001.002.390
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იჯარის ხელშეკრულებას რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, აღმასრულებელი ორგანოები დებენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმით.“.

2. მე-12 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იჯარის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებამდე ძალაშია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემაზე კონკურსის ან აუქციონის ჩატარების, მიწის პირდაპირი განკარგვის წესი და იჯარის ხელშეკრულების ფორმა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3528–რს