დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016205 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/08/2014 - 19/11/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №5 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილება – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, განსაზღვრავს ტერიტორიული მოწყობისა და მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, ახორციელებს ზედამხედველობას მშენებლობის და არქიტექტურული საქმიანობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე.
2. სამსახური მუშაობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე. 4. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: დ. ჩოხატაური, წერეთლის ქ. №2. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება:
ა) სამსახურის უფროსი; ბ) სპეციალისტი ინფრასრტუქტურული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებში - ახორციელებს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; გ) სპეციალისტი ეკონომიკის საკითხებში -ამზადებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიული, ყოველწლიური და ხანგრძლივი პერიოდის გეგმების და პროექტების შემუშავებისათვის წინადადებებს; დ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი; ე) სპეციალისტი ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში-არქიტექტორი -ახორციელებს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და არქიტექტორულ ქალაქთმშენებლობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვ) სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში - ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვების გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. ზ) ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; თ) სპეციალისტი – მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში – ახორციელებს საამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას; ი) სპეციალისტი გარემოს დაცვის საკითხებში – ახორციელებს გარემოს დაცვით საქმიანობაზე ზედამხედველობას; კ) სპეციალისტი იერსახისა და დასუფთავების საკითხებში -ახორციელებს მუნიციპალიტეტის იერსახეზე და სანიტარიული დასუფთავების დაცვაზე ზედამხედველობას. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
1. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება; 2. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგის უზრუნველყოფა; 3. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზება, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 4. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 5. წინადადებების და კომპეტენციის ფარგლებში საჭირო დოკუმენატაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; 6. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; 7. წინადადებების მომზადება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; 8. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; 9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება; 10. წინადადებების შემუშავება ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; 11. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა; 12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივ ზონირება; 13. დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება; 14. დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება; 15. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; 16. გეგმარებითი დავალებების მომზადება; 17. მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; 18. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება. 19. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზება; 20. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; 21. მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; 22. წინადადებების მომზადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის, დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ; 23. კონტროლი გარე იერსახეზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; 24. კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე. 25. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება; 26. სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება; 27. გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; 28. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიციათა კიოსკების და ჭების) და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობზე კონტროლი; 29. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; 30. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება (სამართალდარღვევის ოქმის შედგენა); 31. მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა, მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე სარგებლობის ფაქტის გამოვლენა; 32. სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა; 33. გარემოს დაცვა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი; 34. ახლად აშენებული რეკონსტრუქციული ობიექტებისა და რეკულტივირებული მიწების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიებში მონაწილეობის მიღება; 35. წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის პირობებისა და წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენა; 36. სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა, რომლებიც სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვას ახორციელებს გაუმართავი საბარგულით ან მისაბმელი მოწყობილობით, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს; |
მუხლი 4.
სამსახურის უფროსი |
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებია: ა) წარმართავს საერთო საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს; გ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის; ვ) წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს და პასუხისმგებელია ამ სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; თ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის წინაშე. მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
მუხლი 5.
განყოფილების უფროსი |
1. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების თანამშრომლებისგან.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა, გამგეობის დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 3. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი. |
მუხლი 6.
სამსახურის უფლება-მოვალეობანი |
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) მიიღოს ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ტექსტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის სახით; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი; დ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ. 2. სამსახური ვალდებულია, რომ ინფორმაცია რეალურად იყოს ხელმისაწვდომი, რისთვისაც ნერგავს ინფორმაციის სისტემატიზაციის (დალაგებისა და ძიების) მექანიზმებს, რათა უზრუნველყოს დაინტერესებული პირები ინფორმაციის იოლი და ხელმისაწვდომი ფორმებით მიღებისათვის. 3. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის ბრძანებით ან/და დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 4. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია გამგებელს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს; ბ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, დადგენილ ვადებში პასუხი გასცეს მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. |
მუხლი 7.
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება. |
1.სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვის ხელშეწყობას; გ) გეგმარებითი დავალების მომზადებას; დ) საქმიწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, მშენებლობის ნებართვების გაცემის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ე) წინადადების მომზადებას ტერიტორიის კეთილმოწყობის, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევებისა და გამწვანების ზონების მოწყობის შესახებ; ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას; ზ) დეფექტური აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 8.
ზედამხედველობის განყოფილება. |
1. ზედამხედველობის განყოფილება უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტებში არქიტექტურულ-სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან; განურჩევლად საკუთრების ფორმებისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა; ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე; გ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; დ) დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ე) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე; ვ) უზრუნველყოს გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ზ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში; თ)კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები; ი) მოახდინოს მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება; კ) შეამოწმოოს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან/და უნებართვო დემონტაჟი. ლ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მითითებები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევის გამოსწორების თაობაზე; მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია დამრღვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე; ნ) შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცვლელი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებანი ჯარიმების დაკისრების თაობაზე; ო) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. განყოფილება ვალდებულია: ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კომპეტენციას მიკუთვნებულ მიმდინარე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე; ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციებისა და წესების შესრულებაზე; გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ამ კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი; დ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაობის წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკვეთაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბურებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; ე) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ვ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლი; ზ) გამოიყენოს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; თ) აწარმოოს კონტროლი საქართველოს ორგანული კანონის - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევებში. |
მუხლი 9.
სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი |
1. სამსახურის თანამშრომლების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა, ამ დებულებითა და გამგეობის დებულებით.
2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. |
მუხლი 10.
სამსახურის დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა |
სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები