დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016279 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №223 ბრძანებაში (სსმ, 18.04.2008, №59, მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,მ) მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’ (დანართი №102);”. 2. ბრძანებას დაემატოს დანართი №102 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №102
|
მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’
მედლით დაჯილდოების წესი 1. მედლით ,,დიდგორის ჯვარი’’ აჯილდოებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებს საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისათვის გამოჩენილი მამაცობისათვის. 2. მედლის ზოგადი აღწერილობა: ა) ავერსი - მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’ წარმოადგენს ვერცხლის ჯვარს, ფრთებში მეწამული (წითელი) მინანქრით. ჯვრის ცენტრში მრგვალი მედალიონის სევადის (შავი) მინანქრის ველზე გამოსახულია ვერცხლის გადაჯვარედინებული ხმალი და შურდული. ჯვარის ფრთებზე მეწამულ (წითელ) ველზე ვერცხლით ამოტვიფრულია ქართული ასომთავრულით ასო - ,,დ” (დიდგორი; დავითი) და ,,ჩრბა” (1121 წ). ჯვარი, საკიდით უკავშირდება ბაფთას; ბ) რევერსი - ვერცხლის ჯვრის ზედაპირზე ამოტვიფრულია წარწერა ქართულ ენაზე მხედრული ანბანით: ,,სამშობლო, ღირსება, ერთგულება’’ და სამი ციფრი (მედლის ნომერი) - ,,000”; გ) ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით; დ) მედლის თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, გვერდებზე ორი თეთრი ზოლით; 3. მედლით ,,დიდგორის ჯვარი’’ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები