„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2586-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.017487
2586-რს
30/07/2014
ვებგვერდი, 11/08/2014
140070000.05.001.017487
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) 56-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა).“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2015 წლის 10 იანვრამდე:                                    

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის შედეგად ან ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონება (მათ შორის, შენობა-ნაგებობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცენ სააგენტოს;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღისთვის მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებმა/დანაყოფებმა (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებები განახორციელონ და დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ 2015 წლის 10 იანვრამდე. 2015 წლის 30 იანვრამდე სალიკვიდაციო კომისიები ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფენ დარჩენილი ქონების (ასეთის გამოვლენის შემთხვევაში) სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას, სალიკვიდაციო აქტის შედგენას და მისი ერთი ეგზემპლარის სააგენტოსთვის წარდგენას, რის შემდეგაც სალიკვიდაციო კომისიების საქმიანობა წყდება.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ ამ სამსახურების/დანაყოფების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“;

დ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. ამ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 10 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ივლისი 2014 წ.

N2586-რს