„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.018091
471
06/08/2014
ვებგვერდი, 07/08/2014
240140000.10.003.018091
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №471

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) რეფინანსირება - ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მე‑4 მუხლით და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის გაცემული კრედიტით პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა კომერციულ ბანკში.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო, პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას და კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ასევე, პროგრამის ბენეფიციარისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მოიცავს 2 (ორ) მიმართულებას:

ა) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით;

ბ) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ პროგრამის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინდუსტრიაში წარმოების დაწყებას კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არა უგვიანეს 2  წლისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით;“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) არსებული საწარმოს  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას და პროდუქციის პროექტით შემოთავაზებული მოცულობის წარმოებას  შემდეგი პირობებით:

გ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

გ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) მე-2‑41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამით და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, ახორციელებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 30 (ოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით.

 3. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს (ან ეკვივალენტი ლარი), ხოლო მაქსიმალური მოცულობა  - 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს (ან ეკვივალენტი ლარი).

4. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ კრედიტის მთლიანი მოცულობა აღემატება ამ მუხლის მე-3  პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ამ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ  შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.                

41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  კომერციული ბანკის მიერ, პროექტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი) - 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) - არაუმეტეს 13 (ცამეტი) პროცენტი;

ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი) - 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი)  - არაუმეტეს 12 (თორმეტი) პროცენტი;

გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარიდან (ან ეკვივალენტი ლარი)  - 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარი) - არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტი.

7. სააგენტო კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხის პროგრამის ბენეფიციარისთვის  გადარიცხვით, სესხის მომსახურების გრაფიკის შესაბამისად.“;

გ) მე-8 პუნქტის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომერციული ბანკის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს დასარეფინანსირებელი სესხის დარჩენილი ძირითადი თანხა და კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების და უზრუნველყოფაში თანამონაწილების პერიოდი და თანხა;“;

გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პროექტზე, სააგენტომ განახორციელოს გაცემულ კრედიტზე ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პროგრამის ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 54  თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების  გაფართო­ების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით;“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტოს მიერ უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა ხორციელდება პროგრამის ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კრედიტის გაცემიდან 54 თვისა. ამასთან, უზრუნველყოფის საგანი ექვემდებარება გადაფასებას, რომელიც ხორციელდება კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან 2 (ორი) წელიწადში, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შესამაბისად.“.

7. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) რეფინანსირება - ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტით პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის გადაფარვა კომერციულ ბანკში.“.

8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.“.

9. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. კომერციული ბანკის მიერ გაცემულ სესხზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ სესხის მთლიანი მოცულობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, ეს პროგრამა გავრცელდება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობაზე, გარდა იმ  შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების შესახებ, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.“.

10.  მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით უნდა შეიქმნას ახალი საწარმო ან განხორციელდეს არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარიულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

ბ) საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიკური გარეგანი სახე.“.

11. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 30%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული უზრუნველყოფა წარმოადგენს მეორად უზრუნველყოფას და ძალაშია სესხის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 54 თვის განმავლობაში. მეორადი უზრუნველყოფის გამოყენების უფლება კომერციულ ბანკს ექნება მხოლოდ სესხის პირველადი უზრუნველყოფის სრულად რეალიზაციის შემდგომ, კომერციული ბანკის მიერ სააგენტოსთვის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

12. 25-ე მუხლში:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აამოქმედოს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით შექმნილი ახალი საწარმო პირველი ტრანშის მიღებიდან არა უგვიანეს 24 თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით;“;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) არსებული საწარმოს  გაფართოების/გადაიარაღების  ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში,  კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოს წარმოების  პროფილის შენარჩუნება და პროდუქციის პროექტით შემოთავაზებული მოცულობის წარმოება შემდეგი პირობებით:

გ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

გ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი