„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016132
41
06/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
010250050.35.137.016132
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2014 წლის 6 აგვისტო

დ. ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის № 21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის № 21 დადგენილების  დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, ა) ჯანმრთელობის დაცვის სამუშაო ჯგუფი;“.

მუხლი 2
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის № 21 დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,, 5. ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,აქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებს.“.

მუხლი 3
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის № 21 დადგენილების  დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 6. სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ “-,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს..

მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე