„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2559-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 120260000.05.001.017483
2559-რს
29/07/2014
ვებგვერდი, 08/08/2014
120260000.05.001.017483
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-3 მუხლის მე-4−4პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა ერთჯერადად სავალდებულოა. თუ აღნიშნული პირი საკუთარი სურვილით სამხედრო სარეზერვო სამსახურს დამატებით ორი ვადით გაივლის, სამხედრო სავალდებულო  სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხება ინდივიდუალურ რეზერვში.

  41. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სამხედრო სარეზერვო სამსახურის დამატებით ორი ვადით გავლა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრებას ემთხვევა, იგი საკუთარი სურვილით შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სარეზერვო სამსახურში.

  42. ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემთხვევაში პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხება ინდივიდუალურ რეზერვში.“.

  2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3მუხლი:

  „მუხლი 31. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები

  1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.

  2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ  ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

  3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ − თბილისის რაიონი) შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.

   3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახებას, შემკრებ პუნქტში მიყვანას და უკან მგზავრობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. პირის შემკრებ პუნქტში მიყვანას და უკან მგზავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეზერვისტთა გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.“.

  4. მე-5 მუხლის 11 და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი პირისათვის, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად სარგებლობს  სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, განისაზღვრება 23 წლიდან. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ მას სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება ეროვნული გვარდიის რეზერვში.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ასაკის ან 18-დან 26 წლის ჩათვლით ასაკის პირს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, გაიაროს სამხედრო სარეზერვო სამსახური. ეს პუნქტი არ გამორიცხავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის სავალდებულოდ გავლის შესაძლებლობას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ პუნქტის შესაბამისად სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის 42 პუნქტითა და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

   5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 7. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვა

  1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

  2. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს.

  3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებას და შემკრებ პუნქტებში მიყვანას. პირის შემკრებ პუნქტში მიყვანას და უკან მგზავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეზერვისტთა გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივლისი 2014 წ.

N2559-რს