დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 470 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.018090 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი: „ყ) მიგრაციის დეპარტამენტი.“. 2. მე-10 მუხლის: ა) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნისა და დაკავების, ამოუცნობი გვამების დადგენის უზრუნველყოფა; არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, მათ შორის, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულთა აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება მინისტრის მიერ დადგენილი წესით; კიბერდანაშაულის გამოძიება; სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო-სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ, უსაფრთხოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმის, აგრეთვე, დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლა, განზოგადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მხარდაჭერის მიზნით, ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებთან კავშირი, ინფორმაციის მიმოცვლა და სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა გაცნობის უზრუნველყოფა, დირექტიული წერილების, ბრძანებებისა და მითითებების პროექტების მომზადება, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების მდგომარეობის კონტროლი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში; სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფებიდან შემოსული საგამოძიებო დავალებების შესრულება; სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში აღრიცხულ დანაშაულთა სტატისტიკური დამუშავება, განზოგადება და ცალკეული დანაშაულის დინამიკის ანალიზი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებებისა და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებების, ცალკეულ დანაშაულთან ბრძოლის, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებული გეგმების მომზადება, შეთანხმება და შესრულების მდგომარეობის კონტროლი; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მონიტორინგი; ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება; ლ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეითად, სატრანსპორტო და სხვა საშუალებით გზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატრულირება; კომპეტენციის ფარგლებში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა; დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება; დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“; ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი: „ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე, დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელებისათვის მათი კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; დროებითი განთავსების ცენტრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს დადგენილება, უცხოელის დაკავებისა და საქართველოდან გაძევების, ასევე, რეადმისიის ღონისძიებების განხორციელების ნაწილში, ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები