დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 236 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016663 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის: |
ა)
„ა.ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა.ა.გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.გ1) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა;“; |
ბ)
„ა.ა.დ“-„ა.ა.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.დ) რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა; ა.ა.ე) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა; ა.ა.ვ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა; ა.ა.ზ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა;“; |
გ)
„ა.ა.ი“ და „ა.ა.კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.ი) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა; ა.ა.კ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა;“; |
დ)
„ა.ა.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა.მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა;“. |
2.
დანართი №IV-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ვებგვერდი, 27/05/2014, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.017447) ამოქმედებამდე გაცემული „იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა“ შესაბამისი ვადის განმავლობაში ითვლება იურიდიული ძალის მქონედ და შესაძლებელია მისი წარდგენა საქონლის ზოგადი დეკლარირებისას ან სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
„დანართი №IV-02
ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
|
დოკუმენტის კომენტარები