დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 468 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018088 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2014 - 22/01/2018)
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის №458 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უფლებამონაცვლედ. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის №90 ბრძანებულებით რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №612 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლედ. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის №577 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. 6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. |
| მუხლი 2 |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებში/წესდებებში, ასევე, სხვა შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ზემოაღნიშნულ კანონსა და ამ დადგენილებასთან შესაბამისობის (თუ ასეთი არ არსებობს) მიზნით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები