კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 04/08/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/129
04/08/2014
ვებგვერდი, 06/08/2014
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

სსპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის

ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/129

 

2014 წლის  4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ამ ბრძანების დანართში მითითებულ ექსპონატებს;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაშიб ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიების განხორციელებაю

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა N4).

 

გენერალური დირექტორი                                         ნიკოლოზ ანთიძე

 

დანართი

 

დასახელება

 

სააღრიცხვო ბარათის №

1

ეთნოგრაფიული ნიმუში.

საღვინე სურა

(XVIII საუკუნე, აღ. საქართველო;

ვერცხლი, სიმაღლე: 36 სმ;

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№22–1924/5)

003349

2

ეთნოგრაფიული ნიმუში.

საღვინე სურა

(1840 წელი, თბილისი;

ვერცხლი, სიმაღლე: 26,4 სმ;

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№100–1960/1)

003350

 

3

ეთნოგრაფიული ნიმუში.

საღვინე სურა

(1881 წელი, თბილისი;

ვერცხლი, სიმაღლე: 30,5 სმ;

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№70–1972/1)

003351

 

4

ეთნოგრაფიული ნიმუში.

ღვინის სასმისი ,,აზარფეშა“

(XIX საუკუნე, თბილისი;

ვერცხლი, ტარის სიგანე: 2,3 სმ,

ტარის სიგრძე: 34,5 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№20–1926/1)

003352

5

ეთნოგრაფიული ნიმუში.

ღვინის სასმისი ,,აზარფეშა“

(XIX საუკუნე, თბილისი;

ვერცხლი, ტარის სიგანე: 1,2 სმ,

ტარის სიგრძე: 28 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№63–1986/1)

003353

6

ეთნოგრაფიული ნიმუში.

ღვინის სასმისი ,,აზარფეშა“

(XIX საუკუნე, თბილისი;

ვერცხლი, ტარის სიგანე: 1,3 სმ,

ტარის სიგრძე: 27,5 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№2–1974/1)

003354

7

ეთნოგრაფიული ნიმუში.

ღვინის სასმისი ,,ყარყარა“

(XIX საუკუნე, თბილისი;

ვერცხლი, ტარის სიმაღლე: 29 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№20–1989/1)

003355

8

ეთნოგრაფიული ნიმუში.

ღვინის სასმისი ,,კულა“

(XIX საუკუნე, თბილისი;

ხე, ვერცხლი, სიმაღლე: 30,5 სმ, სიგანე: 41 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№31–1924/10)

003356

9

ეთნოგრაფიული ნიმუში.

ღვინის სასმისი –თასი

(1902 წელი, მთიულეთი, აღ. საქართველო;

ვერცხლი, სიმაღლე: 6,5 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№109–1959/5)

003357

10

ეთნოგრაფიული ნიმუში.

საღვინე დოქი

(1857 წელი, თბილისი;

ვერცხლი, სიმაღლე: 16 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№4–1959/3)

003358

11

ეთნოგრაფიული ნიმუში.

ღვინის სასმისი ,,ყანწი“

(XIX საუკუნე, აღ. საქართველო;

რქა, ორი ცისფერი თვალი, ვერცხლი,

სიმაღლე: 16 სმ.

სემ–ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი,

№41–1969/1)

003359