„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016108
27
04/08/2014
ვებგვერდი, 07/08/2014
010250050.35.121.016108
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2014 წლის 4 აგვისტო

ქ. ვანი

 

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,      ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №6 დადგენილებაში:
1. დადგენილების მე-4 მუხლის   მეორე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება

გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.’’

2. დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 13.   სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

1.სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2.დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორცილდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი