„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 19.04.07წ. №13 ოქმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №1-1/651 ბრძანებით დადგენილი პირობების შეცვლისა და შპს „აისის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017441
  • Word
1238
15/07/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017441
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 19.04.07წ. №13 ოქმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №1-1/651 ბრძანებით დადგენილი პირობების შეცვლისა და შპს „აისის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1238

2014 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 19.04.07 წ. №13 ოქმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №1-1/651 ბრძანებით დადგენილი პირობების შეცვლისა და შპს „აისის“ საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიცვალოს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 19.04.07 წ. №13 ოქმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის      №1-1/651 ბრძანების (შემდგომში: „მინისტრის ბრძანება“) მე-3 პუნქტით დადგენილი საპრივატიზებო პირობები (გარდა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებისა) და განისაზღვროს შემდეგი სახით:

 ა) „მინისტრის ბრძანების“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, არანაკლებ 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ინვესტიციის განხორციელება;

 ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მითითებული, სიღნაღის პოლიციის მიერ დაკავებული შენობის, 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობის, სარემონტო სამუშაოების ჩატარება/დაფინანსება.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების სანაცვლოდ, შპს „აისმა“ (ს/კ 230072596) 2014 წლის ბოლომდე, უზრუნველყოს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ოდენობის ანაზღაურების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,შპს „აისი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „აისს“ შორის2007 წლის 20 ივლისს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში (შემდგომში: „ნასყიდობის ხელშეკრულება“) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების შეტანის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, მასზე „ნასყიდობის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან იმ პირობით, რომ შპს „აისი“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი