სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რუსთავფარმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რუსთავფარმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017433
  • Word
1236
15/07/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017433
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რუსთავფარმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1236

2014 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რუსთავფარმისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, რუსთავის გზატკეცილზე, მე-17 კმ-ზე მდებარე 135782.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.08.01.037) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 300 000 (სამასი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „რუსთავფარმს“ (ს/კ 434158430).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სათბურის ან/და სათბურების კომპლექსის მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს  24 თვის ვადაში;

  გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 8 200 000 (რვა მილიონ ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში არანაკლებ 170 (ას სამოცდაათი) ადამიანის დასაქმება სათბურ(ებ)ში, არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით;

ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 2 (ორი) წლის მანძილზე, ყოველწლიურად, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სათბურ(ებ)ში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შპს „რუსთავფარმმა“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 3 (სამი) თვით.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი