დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017428 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1234
2014 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გასცეს თანხმობა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი წვრთნებისათვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები