საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017427
  • Word
1242
15/07/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017427
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1242

2014 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გონიოში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიისა (დაახლოებით, 265 ჰა) და მის მიმდებარედ არსებული (დაახლოებით, 51 ჰა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მომსახურების შესყიდვა ბრიტანული რეზიდენტი კომპანია Colliers International Specialist and Consulting UK LLP-სგან.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდეს სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პროგრამებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომსახურების გამწევი გათავისუფლდეს სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან, ხოლო ამავე ბრძანების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტისა და 21-ე მუხლის საფუძელზე, – ხელშეკრულების შესრულების გარანტიისა და დაზღვევის წარდგენის ვალდებულებისაგან.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი