სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017426
  • Word
1233
15/07/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
000000000.00.003.017426
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №1233

2014  წლის 15 ივლისი 

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  1. 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 543 217 (ხუთას ორმოცდასამი ათას ორას ჩვიდმეტი) ლარი, მათ შორის:

   ა) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 256 540 (ორას ორმოცდათექვსმეტი ათას ხუთას ორმოცი) ლარი;

   ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 160 725 (ას სამოცი ათას შვიდას ოცდა­ხუთი) ლარი;

   გ) მცხეთის მუნიციპალიტეტს – 100 452 (ასი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარი;

  დ) თიანეთის მუნიციპალიტეტს – 25 500 (ოცდახუთი ათას ხუთასი) ლარი.

  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის, სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, გაბიონების, საცხოვრებელი სახლების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

  3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტმა – 100 452 (ასი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარით, თიანეთის მუნიციპალიტეტმა – 25 500 (ოცდახუთი ათას ხუთასი) ლარით და დუშეთის მუნიციპალიტეტმა - 21 100 (ოცდაერთი ათას ასი) ლარით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

  4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტმა – 235 440 (ორას ოცდათხუთმეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარით და ახმეტის მუნიციპალიტეტმა – 160 725 (ას სამოცი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივე­ბული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                ირაკლი ღარიბაშვილი