დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016105 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
24
04/08/2014
ვებგვერდი, 07/08/2014
010250050.35.121.016105
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/08/2014 - 14/11/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტისა და ,, ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 ნოემბრის №86 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
|
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
ზოგადი დებულება |
1.
ვანის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდეგ “სამსახური“) წარმოადგენს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |
3.
სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
4.
სამხედრო სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით. |
თავი II
სამსახურის ამოცანები და უფლება–მოვალეობები |
მუხლი 2.
სამსახურის ამოცანები |
სამსახურის ძირითადი ამოცანებია: |
ა)
უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისთვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; |
ბ)
უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ – აღმზრდელობითი მუშაობა; |
გ)
გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და „სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; |
დ)
სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის ) აღრიცხვის ორგანიზება; |
ე)
აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; |
ვ)
რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; |
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხავა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: |
ა)
ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; |
ბ)
17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი აღრიცხვა; |
გ)
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ– გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; |
დ)
მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; |
ე)
სამართალდამცავ ორგანოებისთვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს. |
მუხლი 4.
სამსახურის მოვალეობანი: |
სამსახურის მოვალეობებია : |
ა)
აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; |
ბ)
კანონით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე, მასლები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს, წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში, |
გ)
სამსახურის კომპენტენციას მიკუთვნილ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; |
დ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
|
თავი III
სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა |
მუხლი 5.
სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, (ტექსტში შემდგომ „უფროსი“) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ვალდებულია გამგებლის წინაშე. |
2.
სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს. |
3.
სამსახურის სტრუქტურას , მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას, მათი შენახვის ხარჯებსა და შრომის ანაზღაურების წლიურ ფონდს კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. |
4.
სამსახურის საჯარო მომსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
5.
სამსახურის უფროსი: |
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და ახდენს მათი საქმიანობის კოორდინირებას; |
გ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებას; |
დ)
დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. |
თავი IV
დასკვნითი დებულება |
მუხლი 6.
სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა |
1.
სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო . „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით დადგენილი წესით. |
2.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით. |
3.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები