დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №989 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017418 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1281
2014 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
„შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №989 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, „შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №989 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ახალ თბილისს“ (უფლებამონაცვლე – შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“) შორის 2012 წლის 5 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებული ვალდებულების (5.1.1 პუნქტი) ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ გათავისუფლების თაობაზე, იმ პირობით, რომ შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“ ჯეროვნად შეასრულებს ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვალდებულებებს;“.
პრემიერ‑მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები