დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „რესტავრატორების და კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017407 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1261
2014 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
შპს ,,რესტავრატორების და კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ქ. ქუთაისში მდებარე, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების (ტაძრის ინტერიერის იატაკის მოპირკეთება) განხორციელების მიზნით, შპს ,,რესტავრატორები და კომპანია“ (ს/კ 205047199) სამი თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (ინერტული მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. მოწამეთას მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 150 (ას ორმოცდაათი) მ3 კირქვა შემდეგი X და Y კოორდინატების ფარგლებში:
| N | X | Y |
| 1 | 313639 | 4683075 |
| 2 | 313674 | 4683092 |
| 3 | 313681 | 4683065 |
| 4 | 313645 | 4683051 |
| S= 0.10 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. შპს ,,რესტავრატორებმა და კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. შპს ,,რესტავრატორები და კომპანია“ ვალდებულია:
ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში– გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.
4. შპს ,,რესტავრატორების და კომპანიის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები