დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1320 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017403 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1320
2014 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.
3. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
| N | საკადასტრო კოდი | ქონების დასახელება | შენიშვნა |
| 1 | 50.12.31.004 | ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში მდებარე 2574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
|
| 2 | 03.02.26.266 | ქ. ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N13-ში მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
|
| 3 | 01.12.02.014.068 | ქ. თბილისში, თემქის დასახლებაში, XI მიკრო/რაიონში, I კვარტალში (ნაკვეთი 14/023) მდებარე 1863 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები