დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის“ დასაფინანსებლად 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017395 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1253
2014 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის“ დასაფინანსებლად 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყოს კონსულტაციები გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი) შორის „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის“ დასაფინანსებლად 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებულ სასესხო ხელშეკრულებაში შესატანი შემდეგი ცვლილებების პროექტის მომზადების თაობაზე:
ა) პირველი კომპონენტით გათვალისწინებული პროექტისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობის შემცირების თაობაზე;
ბ) პირველი კომპონენტიდან შემცირებული თანხით და არსებული მეორე კომპონენტით გათვალისწინებული თანხით „ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის“ დაფინანსების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები