დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1252 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017393 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1252
2014 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, 2014 წელს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით უზრუნველყოს:
ა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის საავტომობილო გზის ბანძა–ხონის კმ21+600-კმ37 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ117-კმ121 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
გ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის კმ64+00–კმ73+00 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოების შესყიდვა.
2. დეპარტამენტმა, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები