დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს დაზღვევის ლიცენზიის (არა სიცოცხლის) გაცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/4-ლ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 31/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №05/4-ლ
2014 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” დაზღვევის ლიცენზიის (არა სიცოცხლის) გაცემის თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-8,9,10,13,36 მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 2013 წლის2 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტლების №B14077222/4 (31/07/2014 10:39:25) საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404476189) დაზღვევის ლიცენზია (არა სიცოცხლის).
2. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.
3. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნე ს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლაშა ნიკოლაძე
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები