დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 03/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.040.05.001.002.378 |
საქართველოს კანონი
„საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 212) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ1“, „ბ.დ2“ და „ბ.დ3“ ქვეპუნქტები:
„ბ.დ1) მოსაკრებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის;
ბ.დ2) მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის;
ბ.დ3) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;“.
2. კანონის №2 დანართის:
ა) 2.4, 2.4.1 და 2.4.2 ჰორიზონტალური სვეტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| № | შემოსავლები | სახელმწიფო ბიუჯეტი | ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 2.4 | ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები |
|
|
| 2.4.1 | მშენებლობის ნებართვისათვის |
| 100.0 |
| 2.4.2 | ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისათვის |
| 100.0 |
ბ) 2.4 ჰორიზონტალური სვეტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2.41 და 2.42 ჰორიზონტალური სვეტები:
| № | შემოსავლები | სახელმწიფო ბიუჯეტი | ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 2.41 | ადგილობრივი მოსაკრებლები |
|
|
| 2.42 | მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის |
| 100.0 |
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 24 ივლისი.
№3502–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები