სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 461
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.018081
461
04/08/2014
ვებგვერდი, 04/08/2014
120260020.10.003.018081
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №461

2014 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

მუხლი 1
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და  22-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:

1.  მოქალაქეთა გაწვევა განხორციელდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან  2014 წლის 31 დეკემბრამდე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1400 წვევამდელით.

3. საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1320 წვევამდელით.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 2385 წვევამდელით.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების  -  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის  მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში  რეგისტრაციის (საცხოვრებელი) ადგილის მიხედვით.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში განუსაზღვროს გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

8. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ქალაქ თბილისში - რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი