დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016138 |
19
04/08/2014
ვებგვერდი, 07/08/2014
010250050.35.134.016138
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №10 დადგენილებაში (ვებგვერდი 15/07/2014 სარეგ. კოდი 010250050.35.134.016129). |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
2.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება თანახმად დანართისა“. |
3.
შეტანილი იქნას ცვლილება დანართში და დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულება“. |
4.
შეტანილი იქნას ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში:
დებულების პირველი მუხლის მესამე პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „მერიის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები