დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016212 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016171. 04/02/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
| მუხლი 1 |
1. ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. |
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება |
მუხლი 2.
კომისიის სტრუქტურა |
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სხდომის მდივანი და კომისიის წევრები).
2. კომისიას თავმჯდომარეობს გამგებელი. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, და/ან გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები), და/ან გამგებლის თანაშემწე (თანაშემწეები), და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), და/ან მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან წამყვანი სპეციალისტი(სპეციალისტი), და/ან უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან საკრებულოს წევრი (წევრები). კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან სხვა პირებიც. 3. კომისიის სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას. 4. კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომიისის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ამ უანასკნელის არ ყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი. |
მუხლი 3.
კომისიის მუშაობის წესი |
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობაში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნას თანხა.
2. გამგებელი უფლებამოსილია მისცეს დავალება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან გამგეობის სხვა მოხელეს განხცადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად. 3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე. 4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად). 5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში. |
მუხლი 4.
კომისიის უფლებამოსილება |
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან. ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე). გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. 2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 5.
კომისიის სხდომა |
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ გამგებლის მიერ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი. |
თავი III
სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი |
მუხლი 6.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობა |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს; კატასტროფის, გადაუდებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად; სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების დასაფინანსებლად. |
მუხლი 7.
სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა |
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის შესახებ. 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
მუხლი 8.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები