დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016013 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2014 - 07/07/2017)
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის“გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური |
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4.სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამსახური განთავსებულია მისამართზე ქალაქ ზუგდიდი ზ. გამსახურდიას ქ. N45. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება; ბ) სოციალური დაცვის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
მუხლი 3.
. სამსახურის ფუნქციები |
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დასოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ)მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; დ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი |
1. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; პ)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ჟ)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება მოვალეობებს.
ა)წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; |
მუხლი 5.
სამსახურის მოსამსახურე |
1.სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ა)საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვასამართლებლივი აქტების შესაბამისად; ბ)ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; |
მუხლი 6.
სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები |
1.სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ)ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას; ე)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები |
1.სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ)დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; გ)სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ)ოჯახებისა და ბავშვების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით მათ ფინანსურ მხარდაჭერას; ე) შშმ პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას: ვ)მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის ორგანიზებას და მონიტორინგს; ზ)გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას; თ)უსახლკაროთა რეგისტრაციისა და შესაძლებლობის ფარგლებში თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზებას; ი)სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას; კ)მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 8.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
1. სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები