დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.170.016012 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2014 - 07/07/2017)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის“გ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის,
ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება |
თავი I
ზოგადი დებულება |
მუხლი 1.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური |
1.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (შემდგომში სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველჰყოფს მოქმედი კანონმდებლობით და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. 2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით ქალაქ ზუგდიდის მერიის დებულების ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად. 3.სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად“. 4.სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით. 5.სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდებით. სამსახურის ადგილსამყოფელია ქალაქ ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზირი N45. |
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები |
მუხლი 2.
სამსახურის საქმიანობის სფერო. |
1.სამსახურის საქმიანობა მოიცავს განათლების, (სკოლამდელი განათლების), კულტურის კულტურული მემკვიდრეობის სფეროებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეს და ძეგლთა დაცვას.
|
მუხლი 3.
სამსახურის ამოცანები |
1.სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სკოლამდელი განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია.
თ) მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა და რეაბილიტაცია. სკოლამდელი განათლების კოორდინაცია. ლ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. მ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ნ) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება. ო) განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა.
პ) სამსახურის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების განხორციელება. |
მუხლი 4.
სამსახურის ფუნქციები |
1.სამსახურის ფუნქციებია:
ა) ითანამშრომლოს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. |
მუხლი 5.
სამსახურის კომპეტენცია |
1.სამსახური კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით. |
თავი III
სამსახურის სტრუქტურა |
მუხლი 6.
სამსახურის ხელმძღვანელობა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2.სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა)განათლების განყოფილება. ბ)კულტურის განყოფილება. გ)სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; დ)ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილება.
3.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე; |
მუხლი 7.
განათლების განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობასა და რეაბილიტაციას. ბ)სკოლამდელი განათლების კოორდინაციას. გ)სკოლამდელი განათლების სფეროში პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. დ)ანსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალურ წახალისებას. ე)ესაბამისი პროფილის საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას. ვ)მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 8.
კულტურის განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)სახელოვნებო (სამუსიკო, საგუნდო, სამხატვრო) სკოლების მონიტორინგს და ზედამხედველობას. ბ)ფესტივალების, კონცერტების, გამოფენა-გაყიდვების, ლიტერატურულ მუსიკალური კონკურსების საქველმოქმედო და სხვა სახის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას. გ)თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია. დ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ბიბლიოთეკის მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, ბიბლიოთეკისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სხვადასხვა პროგრამების მომზადება და განხორციელება, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებასა და სისტემატიზირებას; ე)შესაბამისი პროფილის თემატური ნაშრომების საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას. ვ)მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 9.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პირობების მომზადებასა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ)წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას სპორტისა და ახალგაზრდულ საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. |
მუხლი 10.
ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება |
1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველჰყოფს:
ა) მატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ-ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენას და შესაბამისი ორგანოების დაუწყებას შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისათვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ზ)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის სისტემის განვითარების ხელშეწყობა; თ) ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა წარმოჩენა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ი)ტურიზმის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება. კ)მოქმედი კანონმდებლობითა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი |
მუხლი 11.
სამსახურის ხელმძღვანელობა |
1. სამსახურის უფროსი:
ა)უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ)წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განათილების შესახებ; დ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე)სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ვ)წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ)უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს; თ)ითანხმებს განყოფილებების მიერ მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, ი)წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და მერის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; კ)ესწრება თათბირებს ასევე საკრებულოს სხდომებს. ლ)ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ)ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; 2. სამსახურის განყოფილების უფროსი.
ა)წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; |
მუხლი 12.
სამსახურის მოსამსახურე |
1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობით, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებლივი აქტების შესაბამისად;
ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; |
თავი V
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 13.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
1.სამსახურის დებულებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2.დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები