„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 03/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.05.001.002.374
  • Word
3498
24/07/2006
სსმ, 35, 03/08/2006
360.090.000.05.001.002.374
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობა:

ბ.ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობა, ფლობა, ექსპლუატაცია;

ბ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენა, გადაცემა;

ბ.გ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მოძიება, გაუვნებლება (რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავების ჩათვლით), გადამუშავება, შენახვა;

ბ.დ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება;

ბ.ე) სამეცნიერო-კვლევითი, საკონტროლო, მონიტორინგის, სააღრიცხვო, ინსპექტირების, ატესტირების, ექსპერტიზის სამუშაოების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან;

ბ.ვ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიოაქტიური ნივთიერებისაგან ან/და შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუების ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი;

ბ.ზ) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამედიცინო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;

ბ.თ) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამრეწველო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;

ბ.ი) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სამრეწველო მიზნით გამოყენება;

ბ.კ) რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დაკვირვების ზონა – ნებისმიერი ზონა, რომელიც არ მიეკუთვნება საკონტროლო ზონას, მაგრამ სადაც ხორციელდება პროფესიული დასხივების პირობების კონტროლი, თუმცა არ მოითხოვს დაცვისა და უსაფრთხოების კონკრეტულ ზომებს;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), რომელსაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან მიღებული აქვს ლიცენზია ან/და ნებართვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით დადგენილი წესით;“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საკონტროლო ზონა – ნებისმიერი ზონა, რომლის მიმართაც დადგენილია დაცვისა და უსაფრთხოების სპეციალური ზომები, ნორმალური დასხივების კონტროლის ან ნორმალურ სამუშაო პირობებში დაბინძურების გავრცელების, ასევე პოტენციური დასხივების დონის შეზღუდვის ან თავიდან აცილების მიზნით;“;

ვ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) კვალიფიცირებული ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთარი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აძლევს საშუალებას, გასცეს შესაბამისი დასკვნა თავისი საქმიანობის სფეროში;

ყ) პროფესიული დასხივება – მუშაკის მიერ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული დასხივება, გარდა არსებული ნორმებიდან გამორიცხული და რეგულირებიდან გათავისუფლებული მაიონებელი გამოსხივების წყაროების გავლენით მიღებული ზემოქმედებისა.“.

2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ზიანის ანაზღაურების პრინციპი – ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ადამიანის ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, აგრეთვე გარემოსათვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქმიანობის სახეების განსაზღვრა, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას;“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები

თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები არიან:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – რადიოაქტიური ზემოქმედებისაგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო მართვის, გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგის, საგანგებო ბირთვულ და რადიაციულ სიტუაციებში პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და კონტროლის, საგანგებო მოქმედებათა გეგმების დამტკიცების სფეროში;

ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის სფეროში;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილე-ბის ან/და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სფეროში;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები – ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სფეროში, ხოლო ბირთვული ავარიის შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, – დეზაქტივაციისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა სფეროში;

ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – პროფესიული სამედიცინო შემოწმების სფეროში.“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“.

6. მე-9 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გასცეს ან გააუქმოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიები და ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) პერიოდულად გააკონტროლოს გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მდგომარეობა, რისთვისაც სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური ატარებს შესაბამის ინსპექტირებას;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დაამტკიცოს საკონტროლო და დაკვირვების ზონების საზღვრები;“.

7. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემა“.

8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების სისტემა

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია ლიცენზირებას დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონიერების დამადასტურებელი ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის განხორციელების უფლებას.

2. ლიცენზირებას ექვემდებარება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შემდეგი სახეები:

ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაცია;

ბ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მოძიება, გაუვნებლება (რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავების ჩათვლით), გადამუშავება, შენახვა;

გ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება;

დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი, ექსპერტიზის სამუშაოების განხორციელება;

ე) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამედიცინო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;

ვ) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამრეწველო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;

ზ) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სამრეწველო მიზნით გამოყენება;

თ) რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენება.

3. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.

4. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) იმ ადგილის მისამართი და აღწერა, სადაც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო საქმიანობა;

ბ) საქმიანობის კონკრეტული სახის აღწერა, რომელზედაც მოითხოვება ლიცენზია;

გ) ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის (რადიაციული დაცვის ოფიცრის) დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები;

დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე პერსონალის შესახებ მონაცემები, რომლებიც შეიცავს მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთებს და დასკვნებს პერსონალის პერიოდული სამედიცინო შემოწმების თაობაზე;

ე) კვალიფიცირებული ექსპერტის დასკვნა ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობის თაობაზე;

ვ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობისათვის გამოსაყენებელი გამზომი რადიაციული ხელსაწყოების და მათი კალიბრების შესახებ;

ზ) ბირთვული (რადიაციული) ავარიის სალიკვიდაციო გეგმა;

თ) მონაცემები ფიზიკური დაცვის შესახებ;

ი) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

ი.ა) ობიექტის სქემა-ნახაზი, მისი აღჭურვილობა;

ი.ბ) ტერიტორიის დახასიათება და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის აღწერა (საკონტროლო და დაკვირვების ზონები);

ი.გ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს საწარმოში განთავსების და მისი გამოყენების სახის აღწერა;

ი.დ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, საწარმოში განთავსება, მაქსიმალური სიმძლავრე;

ი.ე) ობიექტის შესაძლო რეკონსტრუქციის სავარაუდო გეგმა-გრაფიკი, მისი რადიაციულ დაცვაზე ნეგატიური ზეგავლენის არქონის დასაბუთებით;

ი.ვ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);

ი.ზ) ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანის ტექნოლოგიური ეტაპების და მეთოდების აღწერა, გეგმა-გრაფიკი, ფინანსური უზრუნველყოფა;

კ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

კ.ა) იმ შენობა-ნაგებობათა გეგმა (ან ადგილის აღწერა), სადაც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო საქმიანობა;

კ.ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც შეიცავს სამუშაო ადგილის და ინდივიდუალური მონიტორინგის პროგრამას, ასევე აღწერს რადიაციული დაცვისათვის გამოყენებულ საშუალებებს და ახორციელებს სამუშაო ადგილის დაყოფა-კლასიფიკაციას შესაბამისი ზონების მიხედვით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით;

კ.გ) სამუშაო წესები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით;

კ.დ) ჩაწერის, გამოკვლევის, ზღვრული დოზის მნიშვნელობების და მონიტორინგის სიხშირის განმსაზღვრელი წესები;

კ.ე) სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების დროს წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის წესები (გადამუშავება, შენახვა);

კ.ვ) სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების აღწერა;

ლ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

ლ.ა) რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო ტრანსპორტირების ინსტრუქცია;

ლ.ბ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების რადიოაქტიური ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერა;

ლ.გ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო კონტეინერის რადიაციული უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის აღწერა;

ლ.დ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აღწერს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების განხორციელების გზებს, პერსონალის მიერ მიღებული დოზების მონიტორინგს, მისი კვალიფიკაციის მითითებით;

მ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

მ.ა) მონაცემები გამოსაყენებელი საკვლევი აპარატის შესახებ (საწარმოში განთავსება, მწარმოებელი, გამოშვების თარიღი, მუშაობის პრინციპი);

მ.ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აღწერს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების განხორციელების გზებს, პერსონალის მიერ მიღებული დოზების მონიტორინგს, ახორციელებს სამუშაო ადგილის დაყოფა-კლასიფიკაციას შესაბამისი ზონების მიხედვით;

მ.გ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს საწარმოში განთავსების და მისი გამოყენების სახის აღწერა;

მ.დ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, საწარმოში განთავსება, მაქსიმალური სიმძლავრე;

ნ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

ნ.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, საწარმოში განთავსება, მაქსიმალური სიმძლავრე;

ნ.ბ) რენტგენის კაბინეტის (დანადგარის) ტექნიკური პასპორტი, რომელსაც ერთვის კაბინეტის (განყოფილების) სქემა-ნახაზი;

ნ.გ) რადიაციული დაცვის გაანგარიშება, ექსპლუატაციის პერიოდში რენტგენის აპარატის ტექნიკური პარამეტრების კონტროლის და დოზიმეტრიული გაზომვის ოქმები;

ნ.დ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აფუძნებს შესაბამის ზონებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით და შეიცავს სამუშაო ადგილის და ინდივიდუალური მონიტორინგის პროგრამას;

ნ.ე) სავენტილაციო სისტემის ეფექტიანობისა და დამიწების შემოწმების აქტები;

ო) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

ო.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, მაქსიმალური სიმძლავრე;

ო.ბ) სამუშაო წესები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით;

ო.გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);

პ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

პ.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს საწარმოში განთავსების და მისი გამოყენების სახის აღწერა;

პ.ბ) ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის აღწერა (სქემა-ნახაზი, რადიოაქტიური წყაროს განთავსება); ეკრანირების, დამცავი მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და პერსონალის დაცვის უზრუნველყოფის აღწერა; საკონტროლო და დაკვირვების ზონების დადგენა;

პ.გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);

პ.დ) რადიოაქტიურ წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქცია;

პ.ე) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირების აღწერა;

პ.ვ) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ადგილზე შენახვის აღწერა;

პ.ზ) უცხოური ფირმის საქართველოში საქმიანობის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია:

პ.ზ.ა) კონტრაქტის ან პროექტის ასლი, რომლითაც ფირმას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლება;

პ.ზ.ბ) ფირმის საგარანტიო წერილი სამუშაოს დამთავრების შემდეგ შემოტანილი რადიოაქტიური წყაროების გატანის შესახებ (გატანის ვადის მითითებით);

პ.ზ.გ) რადიოაქტიური წყაროების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის გრაფიკი;

ჟ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:

ჟ.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა;

ჟ.ბ) მონაცემები მკურნალობის ან/და დიაგნოსტიკის მიზნით გამოსაყენებელი რადიონუკლიდის ოდენობის და პაციენტთა და სხვა პირთა რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ;

ჟ.გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);

ჟ.დ) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირების აღწერა;

ჟ.ე) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ადგილზე შენახვის აღწერა;

ჟ.ვ) მონაცემები ღია რადიონუკლიდების გარემოში გაშვების (გაფრქვევის) რაოდენობის, აქტივობის და სახეობის შესახებ;

ჟ.ზ) გარემოში გაშვებული (გაფრქვეული) ღია რადიონუკლიდებით გამოწვეული მოსახლეობის დასხივების შეფასება;

ჟ.თ) რადიოაქტიურ წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქცია;

ჟ.ი) გარემოში რადიონუკლიდების დაგროვების შესაძლებლობის ანალიზი.

5. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საბუთების შემოწმების მიზნით ხორციელდება მაძიებლის წინასალიცენზიო ინსპექტირება (კონტროლი).

6. სამინისტრო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.

7. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

8. სამინისტროს უფლება-მოვალეობები ლიცენზიის გაცემის სფეროში განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.

9. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.

10. სალიცენზიო მონაცემები (ტრანსპორტირების მონაცემების ჩათვლით), გარდა კონფიდენციალური კომერციული ხასიათის ინფორმაციისა, არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გამოიყენება საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად.

11. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის დებულებები.

12. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

13. გაცემული ლიცენზიების მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური.

14. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ლიცენზიის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

15. ლიცენზიის გაცემის მიზნით სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

     „მუხლი 111. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვების სისტემა

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახეები, რომლებიც ექვემდებარება ნებართვის გაცემას, განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით.

2. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას ნებართვის მიღების თაობაზე, რომელშიც ნათლად უნდა იყოს აღწერილი სანებართვო საქმიანობა და მისი განხორციელების გზები. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ნებართვის მისაღებად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთისა, სამინისტროს ნებართვის მაძიებელმა უნდა წარუდგინოს:

ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად:

ა.ა) მყიდველის და გამყიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების ასლები;

ა.ბ) მონაცემები ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა (როგორც საპასპორტო მონაცემების თანახმად, ისე საბუთების წარმოდგენის დღისათვის); რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს გამოყენების სახის აღწერა;

ა.გ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის გადამზიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ასლი;

ა.დ) შესასყიდი ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის მომავალი განთავსების აღწერა;

ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად (გარდა ბირთვული ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუების შემთხვევისა):

ბ.ა) საქართველოში ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის მიმღების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ასლი;

ბ.ბ) მონაცემები ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა (როგორც საპასპორტო მონაცემების თანახმად, ისე საბუთების წარმოდგენის დღისათვის); რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს გამოყენების სახის აღწერა;

ბ.გ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის გადამზიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ასლი;

ბ.დ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის ტრანზიტის შემთხვევაში, შეთანხმება (კონტრაქტი) ტვირთის გამგზავნსა და მიმღებს შორის, გარანტიით, რომ ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალა არ არის რადიოაქტიური ნარჩენი და საქართველოს ტერიტორიაზე გავლისას არ დაყოვნდება.

4. სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. სამინისტროს უფლება-მოვალეობები ნებართვის გაცემის სფეროში განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

7. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.

8. სანებართვო მონაცემები, გარდა კონფიდენციალური კომერციული ხასიათის ინფორმაციისა, არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გამოიყენება საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად.

9. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის დებულებები.

10. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთჯერად მოქმედებაზე, 3 თვის ვადით.

11. გაცემული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური.

12. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

10. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო მოქმედებათა გეგმა. ამ მიზნით აუცილებელია ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე მომზადდეს:

ა) პოტენციური ბირთვული (რადიაციული) ავარიების სახეები, მათი შესაძლო შედეგებისა და რადიაციული მდგომარეობის ცვლილებების პროგნოზირებით;

ბ) ბირთვული ავარიის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები;

გ) ბირთვული ავარიისა და მისი შედეგებისაგან მუშაკთა და მოსახლეობის რადიაციული დაცვის ღონისძიებათა გეგმა, რომელიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან;

დ) ინფორმაციის გაცემის ოპერატიული და ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები;

ე) პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები, რომლებიც დადგენილია ასეთი ტიპის ობიექტებისათვის.“.

11. მე-16 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების მომზადება ტრანსპორტირებისათვის და მათი გადაცემა რადიოაქტიური ნარჩენების საცავისათვის;“.

12. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი აღრიცხავს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებს, ბირთვულ მასალებს, რადიოაქტიურ ნივთიერებებსა და ნარჩენებს, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებს, მათი აგრეგატული მდგომარეობის, რაოდენობის, ხვედრითი და ჯამური აქტივობის, ნუკლიდური შემადგენლობისა და გამოსხივების სახეობის მიხედვით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს აღრიცხვიანობის სისრულეზე, ობიექტურობასა და დროულობაზე.“.

13. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს თვითმონიტორინგი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში.“.

15. 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

16. 30-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამუშაო ადგილებზე, შენობებში, ორგანიზაციების ტერიტორიებზე, საკონტროლო და დაკვირვების ზონებში განახორციელოს რადიაციული მდგომარეობის საწარმოო კონტროლი რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გაფრქვევაზე;“.

17. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. დასხივების ინდივიდუალური დოზების კონტროლი და აღრიცხვა

მუშაკების მიერ მაიონებელი გამოსხივების წყაროს მოხმარებისას, სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური პროცედურების ჩატარებისას, აგრეთვე მოსახლეობის მიერ ბუნებრივი და ტექნოგენურად შეცვლილი რადიაციული ფონით მიღებული დასხივების ინდივიდუალური დოზების კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, დასხივების ინდივიდუალური დოზების კონტროლისა და აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფარგლებში.“.

18. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიული ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოხმარების, შენახვისა და ტრანსპორტირების ფიზიკური დაცვის სახელმწიფო სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების შესაბამის სისტემებთან ურთიერთკავშირში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურად წარედგინება მოხსენება, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვის და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.“.

19. 48-ე მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება:

დ.ა) „რადიოაქტიური ნარჩენების რეესტრის შესახებ“;

დ.ბ) „რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაციის შესახებ“;

დ.გ) „რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების შესახებ;“;

გ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

 

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ივლისი.

№3498–რს