„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 04/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016028
7
04/08/2014
ვებგვერდი, 04/08/2014
240080000.11.004.016028
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №7

2014 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 240080000.11.004.016022,  14/02/2014 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მიზნებისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობას და რომელიც ასეთად მიჩნეულია ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ, აგრეთვე ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ კორესპონდენცია, თუ მას ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე კონფიდენციალურად მიიჩნევს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი.".

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტს ან აღმასრულებელ დირექტორს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს საზედამხედველო ღონისძიების გატარების შესახებ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტთან კონკრეტული კორესპონდენციის კონფიდენციალურად მიჩნევა. იმ შემთხვევაში თუ ვიცე–პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას კორესპონდენციის კონფიდენციალურად მიჩნევის თაობაზე, მაშინ აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციისათვის დადგენილი საქმისწარმოების მოთხოვნებს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ. ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ჯარიმების შესახებ ელექტრონულად წარმოებული რეესტრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათები ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან კორესპონდენციის კონფიდენციალურად მიჩნევის მოთხოვნის თაობაზე.

3. ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან კორესპონდენცია პირის შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებისათვის გამოთხოვის  თაობაზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე