დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016105 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/08/2014 - 06/12/2017)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
დანართი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური |
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას. მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება ა.ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ა.ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე; ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; გ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ე) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას; ვ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ზ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურეობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; ი) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; კ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები