ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016016
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,   ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება  (დანართი №1);
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,  კულტურის, ტურიზმის, სპორტის  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, მერიის დებულების, კანონქვემდებარე აქტების  შესაბამისად, განსაზღვრავს  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,  კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობას და მუშაობის ორგანიზაციას.

მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური შემდგომში -,,სამსახური), არის მერიის სტრუქტურული ერთეული;

2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და  ქალაქ  გორის მუნიციპალიტეტის  მერიის დებულების შესაბამისად;

3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი დარგობრივი კანონმდებლობის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების ფუძემდებლური პრინციპებით;

 4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

  ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) დისკრეციული უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;

ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვით;

ვ) მიუკერძოებლობა;

ზ) საჯაროობა;

თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის ამოცანები
სამსახურის ამოცანებია:

ა) საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა ქალაქ გორში მდებარე დაწესებულებებში ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით;

ბ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა;

გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება;

დ) მოქალაქეთა სპორტული და სახელოვნებო შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება/რეალიზებაში ხელშეწყობა;

ე) საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;

ვ) ქალაქ გორის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.


მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა 
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან (განყოფილებებისგან).

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

5. სამსახური შედგება სამი განყოფილებისგან:

ა) განათლების განყოფილება;

ბ) კულტურის განყოფილება

გ) ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

6. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

8. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ' კანონის შესაბამისად.


მუხლი 5. სამსახურის  ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

ბ) მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვას;

გ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას;

დ)კულტურის საქალაქო პროგრამების სფეროში ადმინისტრირებას და ანალიტიკურ სამუშაოებს: მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობას;

ე)  ტურიზმის დარგში არსებული მდგომარეობის გაანალიზებას და მისი გაუმჯობესების მიზნით სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას ;

ვ) კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებას;

ზ) სამსახურის მოქმედების სფეროში, კერძო ინიციატივების ხელშეწყობას;

თ) დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ურთიერთობების დამყარებას;

ი) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითმმართველობებთან თანამშრომლობას; ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

კ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;


მუხლი 6. სამსახურის განათლების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ)  განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობას;

დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 7. სამსახურის კულტურის განყოფილების ფუნქციები
1.სამსახურის კულტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ)  კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების ფუნქციონირებაში ხელშეწყობას;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 8. სამსახურის ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების ფუნქციონირების ხელშეწყობას;

დ) ახალგაზრდული ღონისძიებების დაგეგმვას და რეალიზებას;

ე)წინადადებების შემუშავებას ქალაქ გორის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
1. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით;

2. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;

3. ეს დებულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.



totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.