დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.154.016171 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/08/2014 - 27/07/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
შემოღებულ იქნეს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება |
მუხლი 2.
|
დამტკიცდეს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების დებულება დანართი №1-ის მიხედვით |
მუხლი 3.
|
დამტკიცდეს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის მიხედვით |
მუხლი 4.
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 მაისის № 9 დადგენილება „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ (ს.ს.მ 01025000.35.154.016160)
|
მუხლი 5.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი №1
|
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების დებულება
|
მუხლი 1.
|
1.
ამ დებულებით განისაზღვრება „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი. |
2.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულების შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
1.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
2.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს: |
ა)
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე; |
ბ)
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულ თიანეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თიანეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. |
მუხლი 3.
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს: |
ა)
საქართველოს პარლამენტის წევრს; |
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს; |
გ)
მუნიციპალიტეტის გამგებელს; |
დ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს; |
ე)
საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს; |
ვ)
თიანეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობაც არ უნდა იყოს თიანეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლები. |
მუხლი 4.
|
1.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად, კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, რასაც თან უნდა ახლდეს: |
ა)
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; |
ბ)
ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები; |
გ)
კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; |
დ)
შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა; |
2.
დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო; |
3.
საკრებულოს ბიუროს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ; |
4.
საკრებულოს ბიურო კანდიდატის შესახებ დასკვნას იხილავს ბიუროს სხდომაზე და დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ ბიუროს წევრების სიითი შემადგენლობის 1/3-ისა იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის დამტკიცების შესახებ, რის შემდეგაც დასკვნა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს. |
მუხლი 5.
|
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურისთვის „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ. |
2.
საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით, საკრებულოს დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა და გამოსცემს განკარგულებას „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ. |
მუხლი 6.
|
1.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება „თიანეთობის“ სახალხო დღესასწაულზე, რომელიც იმართება თიანეთის მუნიციპალიტეტში (განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს). |
2.
კანდიდატს საზეიმო ვითარებაში გადაეცემა „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო ჯილდო. |
3.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეტანილ იქნება „თიანეთის საპატიო მოქალაქეთა“ რეგისტრაციის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოში. |
მუხლი 7.
|
1.
პირს შეიძლება ჩამოერთვას „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა: |
ა)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, განზრახი დანაშაულებრივი ქმედება; |
ბ)
საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. |
გ)
თიანეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება; |
2.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმავე წესით, რა წესითაც ხდება მისი მინიჭება. |
3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით. |
მუხლი 8.
|
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი სერტიფიკატისა და სამახსოვრო ჯილდოს დამზადებას უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. |
დანართი №2
|
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ სერტიფიკატის ფორმა |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება
თიანეთის საპატიო მოქალაქის მინიჭების სერტიფიკატი თიანეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ---------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------- წლის -------- რიცხვის №----- განკარგულებით, მიენიჭა
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები