დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ დროებით შენობა-ნაგებობათა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეებისა (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე ან პროცედურების დაცვით) და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.152.016184 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ დროებით შენობა-ნაგებობათა და პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეებისა (რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე ან პროცედურების დაცვით) და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 ივლისის №10 დადგენილებაში (სსმ. 10/07/2014წ. 330130000.35.152.016174) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების დროებითი შენობა - ნაგებობები და შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ტექსტში შემდგომ დადგენილება) 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე: ა) 60 მ2 -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ.მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი); ვ) ლანდშაფტური მშენებლობა; ზ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; თ) სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა; ი) ბანკომატის განთავსება; კ) საჩრდილობლის მოწყობა; ლ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; მ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განთავსებული ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება; ნ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2,2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა; პ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა; ჟ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა; რ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება; ს) აბრებისა და რეკლამების განთავსება; ტ) შენობა-ნაგებობების ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება; უ) არასაზოგადოებრივ, კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსებული I კლასს დაქვემდებარებული მახასიათებლების მქონე დროებითი შენობები და ნაგებობები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები