„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 25/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016342
589
06/08/2014
ვებგვერდი, 07/08/2014
140030000.22.034.016342
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №589

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016244)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა,  აღკვეთა და თავიდან აცილება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით იძულების ღონისძიებების გამოყენება, გამოძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“;

 

ბ) „ო ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა“;

 

გ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელება“.

 

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“.

 

3. მე-9 მუხლის  პირველ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

4. მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-15 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციას მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების ჩატარება, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით საპროცესო იძულების ღონისძიებათა გამოყენება, მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე;“;

 

ბ) „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:

 „ჯ) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას (დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი) მიყვანა.“.

 

6. მე-7 თავი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
1.  ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე