დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016205 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ, 30.12.2013 წ., 190020020.35.153.016187) და დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები 15 359,4 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები 7 528,7 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 030,7 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 11 232.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 339.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 539,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-2 213,0 ) ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-2 420,6) ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2 420,6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-207,6) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებელის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 300,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 170,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 128,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად, რისთვისაც აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება, სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, დასუფთავების ღონისძიებები, სკვერების, მოედნების კეთილმოწყობის ღონისძიებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების, საყრდენი კედლების, ხიდების და ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2014 წელს დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. მცხეთაში და სოფ. ციხისძირში; შიდა საუბნო გზების მოწყობა სოფ. ნავდარაანთკარში და სოფ გალავანში; სოფ. ქსანში შიდა გზების მოხრეშვა-მოასფალტება, ქ. მცხეთის პირველი საჯარო სკოლის გადასასვლელი ხიდის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფ. შანკევანში ხევზე გადასასვლელი ბოგირის მოწყობა; სოფ. ახალდაბაში 2 ბოგირის მოწყობა, სოფ. ნავდარაანთკარში საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები; 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია, გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია, მუნიციპალური შენობების მშენებლობა - რეაბილიტაცია. 1.2.1 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. 2014 წელს დაგეგმილია ქ. მცხეთის 2 ქუჩის, სოფ. წიწამურის და ახალსოფლის გარე განათების მოწყობის სამუშაოები. 1.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების, მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია. 2014 წელს დაგეგმილია სოფლებში: საგურამო, ძეგვი, წეროვანი, ნავდარაანთკარი -საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა და სოფ. წეროვანში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა. 1.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება და რეაბილიტაცია. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება, დეზინფექცია; მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი-ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით. 2014 წელს დაგეგმილია წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: მუხრანი, ლისი, წოდორეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, ნახშირგორა, ძეგვი, წეროვანი, ჩარდახი, აღდგომლიანთკარი, ახალდაბა, ფრეზეთი, უფურეთი, მამკოდა, საგურამო, ახალსოფელი, შანკევანი, ნიჩბისი, ახალუბანი, წილკანი, გალავანი, წინამძღვრიანთკარი, ნატახტარი, ვაზიანი, პატარა ქანდა, ქსოვრისი, ძალისი, ნავდარაანთკარი, არაშენდა, ერედა, ზაქარო, მისაქციელი, კოტორაანთკარი, ნავაზი, ბიწმენდი, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, სასხორი, ჯიღაურა; სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გამრიცხველიანება სოფ. წილკანში და სელექციის დასახლებაში, სოფ.ძალისში; გაზგაყვანილობის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში 2014 წელს დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების, სოფ. ქსნის ამბულატორიის და საბავშვო ბაღის გაზიფიცირება. 2.2.5 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ესპლოატაცია- მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა, რეაბილიტაცია. 2014 წელს დაგეგმილია სოფ. კევლიანში, თეძამში, ბიწმენდში, გალავანში ნაპირსამაგრი სამუშაოები. 2.2.6 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 08) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. 2014 წელს დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადგურის N5 ბაღის გათბობის სისტემის მოწყობა და სოფ. მისაქციელის ადმინისტრაციული შენობის გაზიფიცირება; ქ. მცხეთის ახალი კულტურის სახლის მშენებლობა, სოფ. ლისში ასაწყობი ამბულატორიის ფუძის მოწყობა, სოფ. წეროვანში და სოფ. წილკანში ლტოლვილთა დასახლებაში ასაწყობი ამბულატორიის ფუძის მოწყობა; სოფ. ძეგვში ამბულატორიის სარემონტო სამუშაოები, სოფ. ძველ ქანდაში ამბულატორიის მშენებლობა; სოფ. წილკნის და ქ. მცხეთის სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შიდა სამშენებლო (გადასატიხრი) მასალების შესყიდვა; 2.3 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2013 წელს და მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათების და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება; 2.5.1 სკვერების და მოედნების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 05 02) 2014 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. მცხეთაში სკვერის მოწყობა; 2.5.2 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის, გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების, ქ. მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. 2.5.3 ი. ჭავჭავაძის ძეგლის სარესტავრაციო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ი. ჭავჭავაძის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. 2.5.4 ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური“ (პროგრამული კოდი 03 05 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის, გამწვანების, დასუფთავების, გარე განათებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 22 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1 400-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია “ მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლის“ ხარჯების დაფინანსება. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა (350-მდე მოსწავლე). 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი.ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი“ და ა(ა)იპ “მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს: Ø კულტურის სახლებს: მცხეთის მთავარი კულტურის სახლი, მუხრანის, წილკნის და ძალისის კულტურის სახლები, საგურამოს, ნატახტარის და ქსნის კლუბები. Ø მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების, საგურამოს დავით თორაძის სახელობის და ქსნის მუსიკალურ სკოლებს, სადაც სწავლობს 320-მდე მოსწავლე; Ø ბიბლიოთეკებს: მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური, მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო, მცხეთის ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდული, ერედის ნოდარ დუმბაძის სახელობის და ნატახტრის ვაჟა ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკა. Ø სპორტულ სკოლებს: მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლას და მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლა, სადაც სწავლობს 450-მდე მოსწავლე. მცხეთის კომპლექსური სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, ველოსპორტის და ჭადრაკის წრეები. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს ნიჩბოსნობის შემდეგი სახეები: აკადემიური, საბაიდარე და კანოე. 4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე დაგეგმილია ზოგიერთი ტაძარის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; Ø მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; Ø მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვანში და საგურამოში მცხოვრები დევნილი ბავშვების ტრანსპორტირება სკოლაში, გაჭირვებული ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება, მოსახლეობისთვის შეშის შეძენა. 5.2.2 სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება, კერძოდ: Ø 500 ლარამდე - 100%; Ø 1000 ლარამდე - 70%-მდე; Ø 1001-დან 2000 ლარამდე - 50%-მდე; Ø 2001-დან ზევით - 40%-მდე; 5.2.3 უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებზე რომლებიც განიცდიან უკიდურეს ფინანსურ და სოციალურ გაჭირვებას, დახმარება ერთჯერადია და შეადგენს 50-200 ლარს. 5.2.4 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების ხარჯები (პროგრამული კოდი 06 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: Ø სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება(მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); Ø იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); Ø მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება; 5.2.5. მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა ბენეფიციარი - 98 ოჯახი (4 და მეტი 19 წლამდე ასაკის შვილი); 5.2.6 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03 06) Ø ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 80 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები