დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016117 |
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1570) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე–3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1–ქვეპუნქტი: ,,ბ1) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში (დასახლებაში);“ 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სტრუქტურის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების შემუშავებას; გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულების პროექტების მომზადებას; ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას; გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; ე) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ვ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; ზ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; თ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ი) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას; კ) წინადადებების მომზადებას გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციის და საშტატო ნუსხების თაობაზე; ლ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებისა და შეზღუდვების კონტროლს; ნ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას. ო) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; პ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ჟ) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; რ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ს) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ტ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; უ) კონტროლს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ფ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ქ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, რეორგანიზების ჩატარების ორგანიზებას; ღ) გამგეობის მოსამსახურეთა წარდგენას სახელმწიფო ჯილდოებზე, მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭების საკითხების მომზადებას, გამგეობის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას; ყ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას, სასწავლო დაწესებულებების შერჩევასა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას; შ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ჩ) გამგეობის კომპიუტერული ტექნიკისა და კომპიუტერული ქსელის გამართულობას, კომპიუტერული პროგრამების ჩაწერასა და გასწორებას, სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაციის მიღებასა და ინფორმაციის გაგზავნას; ც) გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოებას; ძ) უზრუნველყოფს გამგეობის ერთიან საქმისწარმოებას, ამ მიზნით ახორციელებს: ძ.ა) გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ძ.ბ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ, გამგეობის სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის; ძ.გ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; ძ.დ) ადმინისტრაციული სამსახურის სამუშაო გეგმის მომზადებას; ძ.ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ძ.ვ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; ძ.ზ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; ძ.თ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ძ.ი) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; ძ.კ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; ძ.ლ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ძ.მ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ძ.ნ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ძ.ო) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; წ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; ჯ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ჰ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; ჰ1) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ; ჰ2) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ჰ3) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან; ჰ4) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ; ჰ5) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში; ჰ6) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში; ჰ7) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას; ჰ8) უზრუნველყოფს გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას; ჰ9) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას; ჰ10) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.“ 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი: ,,მუხლი 52. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში (დასახლებაში) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში (დასახლებაში): ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ; ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან; დ) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში; ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში; ზ) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას; თ) უზრუნველყოფს გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას; ი) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები