ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.137.016123
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
30/07/2014
ვებგვერდი, 05/08/2014
010260020.35.137.016123
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/08/2014 - 14/01/2015)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2014 წლის 30 ივლისი

დ. ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, აგრეთვე  საქართველოს კანონის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახანძრო- სამაშველო სამსახურის  დებულება  (დანართი №1);
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 ივლისის  №13 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ლობჯანიძე



დანართი N1
ადიგენის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური
       1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელება, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.

       2.  სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

       3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

            4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის  დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით.  სამსახურის  მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის  დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ"   საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)   თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების წარმოებას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოებში;

 გ)   ახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;

დ) აკონტროლებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებას, ატარებს ამ ობიექტების სახანძრო ტექნიკურ გამოკვლევებს და შემოწმებებს;

ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევას ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

ვ) აკონტროლებს ხანძრის და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოშობილი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციას და მისი განხორციელების წესის შესრულებას. უზრუნველყოფს ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას;

 ზ)    რგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;

 თ)  აანალიზებს ხანძრებზე და საგანგებო სიტუაციების სხვა შემთხვევების დროს სამსახურის მუშაობას. ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისთვის;

 ი) ახორცილებს ხანძრის ჩაქრობაში და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას;

კ)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას შეიმუშავებს და წარმოადგენს სამსახურისთვის საჭირო სახსრების ხარჯთაღრიცხვის პროექტს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა საჭირო რიცხოვნობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად;

ლ)   აკონტროლებს სამსახურში სახანძრო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების ექსპლოატაციის მდგომარეობას;

მ) სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;

ნ)  საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით ადგენს მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად  მომხდარიშედეგების სალიკვიდაციო და მოსახლეობის საშიში ზონიდან საევაკუაციო გეგმების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს;

 ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებს.


მუხლი 4. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი წესით.

 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.