„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.130.016104
27
30/07/2014
ვებგვერდი, 05/08/2014
010250040.35.130.016104
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2014 წლის 30 ივლისი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებით (სსმ/ვებგვერდი 16/07/2014) დამტკიცებულ დანართში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–20 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულმა კომისიის წევრმა."

2.  47–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს (თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი არ საჭიროებს ოფიციალურ მოწვევას.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე