„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016661
229
30/07/2014
ვებგვერდი, 30/07/2014
200090000.22.033.016661
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №229

2014 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (200090000.22.033.016112, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ზედმეტად გადახდილი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს მოსაკრებლ(ებ)ის (რომელთა გადახდის ადმინისტრირება ევალება საგადასახადო ორგანოებს) პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ზე არსებული თანხები.“.

2. დანართი №I-13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

დანართი №I-13

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

        გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტები:

(დასახელება/სახელი და გვარი)

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

(მისამართი)

გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (გარდა მოსაკრებლ(ებ)ის პირადი აღრიცხვის ბარათ(ებ)ისა) მერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა, სულ ----------- ლარის ოდენობით. მათ შორის  ------------------- გადასახადში/სანქციაში  ----------- ლარი და ა.შ.

გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ------------ გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან ----------- ლარი გადამიტანოთ ------------  გადასახადში/სანქციაში (დამიბრუნოთ ჩემს ანგარიშსწორების ანგარიშზე: ბანკი --------------------------, ბანკის კოდი --------------------- ,

ა/ა ----------------------------------------- ). 

ზედმეტობა წარმოქმნილია ............................................................................................................................

..............................................................................................................................................................................

...............................................................................................................................................................................

................................................................................................................................................................................

(მიეთითება ზედმეტობის წარმოშობის მიზეზები)

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას თან ერთვის ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების/ გაანგარიშებების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ზედმეტობის არსებობას.

(ხელმოწერა)

        20 

    (რიცხვი)    (თვე)    (წელი)

გადასახადის გადამხდელი: